ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველ არხთან კორონავირუსით რეინფიცირების შემთხვევბზე ისაუბრა.
როგორც თენგიზ ცერცვაძემ აღნიშნულ ტელეკომპანიასთან განაცხადა, კორონავირუსით რეინფიცირების არც ერთი შემთხვევა ჯერ არ დადასტურებულა.
„არის შეტყობინებები სხვადასხვა ადამიანებისგან, რომ მათ რეინფიცირება ჰქონდათ. ჯერ ასეთი ავადმყოფები იგზავნებიან ლუგარის ლაბორატორიაში, რომ გამოკვლეული იქნეს მათი დაავადების გამომწვევი შტამის გენეტიკური თავისებურებები. ჯერ არც ერთი შემთხვევა, მართლა რეინფიცირების არ დადასტურებულა ჩვენთან. ანუ, ის, ვინც ამბობს, რომ ხელახლა დაემართა, ჯერ არ დადასტურდა, რომ დაინფიცირებულია სხვა შტამით“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.