ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ივანიშვილის რეზიდენციასთან სამოქალაქო აქტივისტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაა

“ქართული ოცნების” დამფუძნებლის და ყოფილი თავჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან სადაც მოძრაობა “საქართველოსთვის” აქტივისტები აქციას მართავენ დაპირისპირება მოხდა.

სამართალდამცველებსა და აქტივისტებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა კედელზე წარწერის “მკვლელებო” გაკეთება სცადეს, რისი საშუალებაც პოლიციამ არ მისცა.

აქტივისტები სამართალდამცველებს მიმართავენ სიტყვებით: “მონებო”.

ივანიშვილის რეზიდენციასთან შეკრებილი აქციის მონაწილეების მოთხოვნაა, რომ “ტვ პირველის” მიერ საგამოძიებო სიჟეტის საშუალებით გავრცელებული აუდიოჩანაწერში მონაწილე პირები თანამდებობიდან გადადგნენ და მათ წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა დაიწყოს.

იტვირთბა....