ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“პრობლემა ბიძინა ივანიშვილია და არა მისი თოჯინა…” – რა განცხადებას ავრცელებს თამარ ჩერგოლეიშვილი

“ტაბულას” დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი, თამარ ჩერგოლიშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.

ჩერგოლეიშვილი “ფეისბუქით” გავრცელებულ მიმართვაში დასძენს, რომ რიგგარეშე არჩევნების მიღწევას ხელი არაფერმა არ უნდა შეუშალოს.

“ღარიბაშვილის ფაქტორი არა მოლაპარაკებების დასაბლოკად,  არამედ მოლაპარაკებებიდან მაქსიმუმის გამოსატანად უნდა გამოიყენოს ყველა პოლიტიკოსმა,   ვისაც სამი ნაბიჯის წინასწარ გათვლა შეუძლია.

ჩვენი მიზნის, რიგგარეშე არჩევნების მიღწევას ხელი არაფერმა არ უნდა შეუშალოს.

პრობლემა ბიძინა ივანიშვილია და არა მისი თოჯინა, ირაკლი ღარიბაშვილი.

ამოცანა ივანიშვილის დამარცხება და საქართველოს დემოკრატიული განვითარებაა და არა ივანიშვილის მარიონეტებისგან დაბრკოლებების შექმნა.

სამი არა, ორი ნაბიჯი მაინც გათვალეთ, უფალო!” –  წერს ჩერგოლეიშვილი.

ღარიბაშვილის ფაქტორი არა მოლაპარაკებების დასაბლოკად, არამედ მოლაპარაკებებიდან მაქსიმუმის გამოსატანად უნდა გამოიყენოს…

Posted by Tamara Chergoleishvili on კვირა, 07 მარტი, 2021

 

იტვირთბა....