საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე ჟურნალისტის, ხატია სიჭინავას ძველ განცხადებას იხსენებს.
ფხაკაძემ ლაივჩართვისას დასძინა, რომ სიჭნავას ვირუსის ბავშვზე გადადების შეეშინდა და ეს თავად თქვა.
„არ მახსოვს ზუსტად, ჩემზე რაღაც დაწერა. ამბობდა, ქვეყანა გახსენითო. ფეისბუქმა ამომიგდო, რომ ბიჭი შეეძინა. ვულოცავ, ძალიან კარგია. ერთ-ერთ ინტერვიუში ძალიან საინტერესო რაღაც თქვა, ბავშვი პანდემიის დროს შემეძინაო და ქმარს არ ვუშვებდიო, ანუ ბავშვი კარანტინში იყო. დაფიქრდით, თვითონვე თქვა, რომ ეშინია ბავშვს ვირუსი არ გადაედოს,“ – აცხადებს გიორგი ფხაკაძე.