ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“007 ჯეიმს ბონდოიე მძინარიშვილი და ღარიბას ჟურნალისტიკის დედა, ვინმე ჯღარკავა” – რა განცხადებას ავრცელებს თაკო ჩარკვიანი

“კრიმინალურ ხელისუფლებასთან რა დიალოგზე მივდივართ ხალხნო?! წუმპესთან რა დიალოგი? რა უნდა მიიღო ამ “დიალოგისგან”, – ამის შესახებ “კანონი და სამართლიანობის” ლიდერი, თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს.

ჩარკვიანი თავისივე პოსტში ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის 9 წლის განმავლობაში ოფიციალურად გახსნილი აქვს ტროლთა ინსტიტუტი.

“მეცხრე წელია, რაც ოლიგარქს ტროლთა ინსტიტუტი აქვს ოფიციალურად ( რუსთაველის 12) ისხდნენ, ზოგიც სახლშია გამაგრებული, ოჯახებს ლანძღავენ, ადამიანება ლანძღავენ, განურჩევლად მკვდარ- ცოცხალისა, ამაში ჩართული ჰყავთ, ვით პროფესორები, უმაღლეს სასწავლებელში მომუშავე ძველი “პროფ “აგენტები, ადამიანებზე ანონიმურ წერილებს რომ წერდნენ და ამ ფორმით ” ანადგურებიებდნენ” მაშინ ” ძველ საბჭოურ დროში”, ახლაც “იგივენი”, ამაში ხელფასებს- სოლიდურ თანხას იღებენ, ერთ-ერთი ასეთია: –  ვინმე სოსო – იოსებ ჭუმბურიძე, ჟურნალისტიკის კათედრიდან, ამას დამატებული თქვენთვის “ცნობილი ” “ღარიბას – ჟურნალისტიკის დედა” ვინმე ჯღარკავა, ასევე  “007 ჯეიმს ბონდოიე მძინარიშვილი”, ეს ვინც ამ წლების მანილზე “მუდმივი ” ტალახის გუნდად ჰყავთ- ტყლაპოდ და წუმპედ და სიბინძურეების “გამპრავებლებად “ჰყავთ და აი ეს “ხალხი” გვესაუბრება დღეს კანონზე და სამართალზე!

ამათთან – კრიმინალურ ხელისუფლებასთან რა დიალოგზე მივდივართ ხალხნო?! წუმპესთან რა დიალოგი? რა უნდა მიიღო ამ “დიალოგისგან” ჰა და ჰა , ის რომ თავად გაითხვარო ტალახში, წუმპეში და მათ ნაბან წყალში!

თავმოყვარეობა შერჩენილ ჩემს ქვეყანას, ჩემ საქართველოს ველოდები, არ გამიმტყუნო შენ გენაცვალე!” – წერს ჩარკვიანი.

მეცხრე წელია, რაც ოლიგარქს ტროლთა ინსტიტუტი აქვს ოფიციალურად ( რუსთაველის 12) ისხდნენ, ზოგიც სახლშია გამაგრებული ,…

Posted by Tako Charkviani on კვირა, 07 მარტი, 2021

 

იტვირთბა....