ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ერს გედის სიმღერაც კი არ გვაქვს, ყიყინში დავასრულებინებთ ამ ქვეყანას არსებობას”- რას წერს ანალიტიკოსი

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს ეხმიანება.

გამზარდია წერს, რომ შეიქმნება ერთი მანკიერი სისტემა და საზოგადოება ტრიალებს წრეზე.

“ყველაზე ტრაგიკული ჩვენს ყოფაში ის არის, რომ წლები გადის, იცვლება თარიღები, სახელები და გვარები, მაგრამ სისტემა იგივე რჩება. იგივეა პოლიტიკა. იგივეა დამოკიდებულებები. იგივეა მაყურებლური ინტერესები. იგივეა ძალაუფლება.

არაფრიდან არაფერს ვსწავლობთ. შევქმენით ერთი მანკიერული სისტემა და ვტრიალებთ ერთ, უცვლელ წრეზე.

გადახედავ შესაძლო ალტერნატივებს? – არსებითად ისიც იგივეა. იმიტომ რომ ყველანი ვართ ჩაფლული ამ საერთო ჭაობში და ჭაობიდან ამოსვლის ნაცვლად, ერთმანეთს ვექაჩებით ჩასახრჩობად.
ერს გედის სიმღერაც კი არ გვაქვს, ყიყინში დავასრულებინებთ ამ ქვეყანას არსებობას,”- წერს არჩილ გამზარდია.

იტვირთბა....