ახალი ამბები მთავარი სამართალი

“დაკავებული არ უნდა იყოს”- 13 წლის გოგოს დედა ბრალდებულს იცავს

13 წლის მოზარდის დედა, რომლის შვილმაც თანასოფლელისგან ბავშვი გააჩინა, აცხადებს, რომ ძალადობაში ბრალდებული დაკავებული არ უნდა იყოს.

როგორც არასრულწლოვნის დედა შაბათის ფორმულასთან საუბარში აცხადებს, მას მომხდარის გახმაურება არ სურდა. ის პოლიციას, სოციალურ მუშაკებსა და მედიას ამის გამო აკრიტიკებს.

მოზარდის დედა ასევე იმ სოციალურ მუშაკსაც ემუქრება, რომელმაც 13 წლის ბავშვის ორსულობის შესახებ პოლიციას შეატყობინა.

“დაკავებული არ უნდა იყოს. რაც თქვენ ტელევიზიით განაცხადეთ, ყველაფერი არის ჭორი. ზუსტი პასუხი არავინ იცის. ჩემი შვილი ძალიან ცუდ მდგომარეობა. ჩემი საქმე იცი როგორ არის, ვისაც ჩავაცვი იმან გამხადა. უჩემოდ რატომ გააკეთეს, რატომ გააჟღერეს ეს ამბავი. საერთოდ არ მინდოდა რომ გახმაურებულიყო. რატომ არ დამირეკეს და არ მკითხეს, როცა ამ რეპორტაჟებს აკეთებდნენ”, – აცხადებს მოზარდის დედა.

შეგახსენებთ, რომ 4 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ გორის რაიონის ერთერთ სოფელში 13 წლის გოგომ იმშობიარა. მომხდართან დაკავშირებით თანასოფლელი, 50 წლამდე მამაკაცი დააკავეს.

იტვირთბა....