„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ აუდიოჩანაწერტან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს.
მაღლაფერიძე აღნიშნულ პოსტთან ერთად 2013 წლის ივლისში გამოქვეყნებულ ნიუსს აზიარებს, რომლის თანახმადაც, დავით ბაქრაძე ამბობს, რომ ფარულ ვიდეომასალებს შორის მისი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერებიცაა.
„საპარლამენტო უმცირესობის ლიდერისა და „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატის, დავით ბაქრაძის ინფორმაციით, ფარულ ვიდეომასალებს შორის მისი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერებიცაა“.
ეს ისე ყოველი შემთხვევისთვის, ზოგიერთ „ჯიუტ ბეკეკას“ იმის დასტურად, აწარმოებდნენ თუ არა ფარულ ჩაწერებს სააკაშვილის დროს?! ქვეყნის მეორე პირი და საკუთარი გუნდის წევრი ჰყავდათ ობიექტივის ქვეშ და სხვას დაინდობდნენ?! როგორ ფიქრობთ, რისთვის სჭირდებოდათ ასეთი მასალები და ახლაც სათუთად ხომ არ ინახავენ ჩანაწერებს თავის შავ თუ ბნელ არქივში?!“ – წერს ვასილ მაღლაფერიძე.
ცნობისთვის, “ნოდარ მელაძის შაბათის” დღევანდელ ანონსში პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის სატელეფონო ჩანაწერზეა საუბარი.
“საპარლამენტო უმცირესობის ლიდერისა და “ნაციონალური მოძრაობის” პრეზიდენტობის კანდიდატის, დავით ბაქრაძის ინფორმაციით,…
Posted by ვასილ მაღლაფერიძე on შაბათი, 06 მარტი, 2021