ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

სამართალდამცავებმა 14 წლის გოგოს მიმართ გარყვნილი ქმედების გამო ერთი პირი დააკავეს

სამართალდამცავებმა გორში, 14 წლის გოგოს მიმართ გარყვნილი ქმედების გამო ერთი პირი დააკავეს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 141-ე მუხლით დაიწყო, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.

წინასწარი ინფორმაციით, გამოძიების დაწყების საფუძველი მოზარდსა და მამაკაცს შორის არსებული მიმოწერა გახდა, რომელიც მოზარდის დედამ აღმოაჩინა.

ადვოკატის განცხადებით, დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს.

იტვირთბა....