ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

“არ დამიჯერა… უბრალოდ წყლის ნაყვაა, რადგან ვინც მაშინ გვეჯდა ყურზე ისევ ის გვაზის” – რა განცხადებას ავრცელებს პოლიტოლოგი

“უბრალოდ წყლის ნაყვაა, რადგან ვინც მაშინ გვეჯდა ყურზე ისევ ის გვაზის,” – ამის შესახებ პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“მეტრონომი” გია ხუხაშვილის “ფეისბუქ” პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

“2013-ში ვეცადე ამეხსნა ერთი კაცისთვის, რომ უკანონო მოსმენები, როგორც პოლიტიკის კეთების ინსტრუმენტი, გარდა იმისა რომ ბოროტებაა, პრაქტიკული გაგებითაც სახიფათოა ინიციატორისთვის, რადგან რაღაც ეტაპზე აუცილებლად გამოჩნდება სისტემის საშუალო რგოლში ვინმე განაწყენებული, რომელიც ან დაზღვევის, ან გამორჩენის მიზნით ამას შენს წინააღმდეგ გამოიყენებს.

არ დამიჯერა…

ახლა იმაზე საუბარი, ეს 2012-მდე იყო თუ შემდეგ, ფალსიფიცირებულია, თუ არა, უბრალოდ წყლის ნაყვაა, რადგან ვინც მაშინ გვეჯდა ყურზე ისევ ის გვაზის, ისევე როგორც მურუსიძე გვასამართლებდა მაშინაც და ახლაც.” – წერს ხუხაშვილი.

იტვირთბა....