ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

“2011 წელს არის გაკეთებული, რაღაც ფრაგმენტები ამოღებული და შეკოწიწებულია” – ვოლსკი გავრცელებულ აუდიოჩანაწერებზე

პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი “ტვ პირველის” გადაცემის “ნოდარ მელაძის შაბათის” დღევანდელ ანონს ეხმიანება, სადაც პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის ფარულ სატელეფონო ჩანაწერზეა საუბარი.

ვოლსკი მედიასთან აღნიშნული საკითხის შეფასებისას დასძენს, რომ “სამწუხაროა, რომ მსგავსი “ფეიქ” ინფორმაციები ვრცელდება”.

“2011 წელს არის გაკეთებული, რაღაც ფრაგმენტები ამოღებული და შეკოწიწებული. წარმოიდგინეთ, რაიმე სერიოზული რომ ყოფილიყო ჩაწერების დიდოსტატები რამდენჯერ გამოიყენებდნენ ამ თემას”. ცუდ ვითარებას, რაც მათ ბუნაგში შეიქმნა, რასაკვირველია, ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს. წარმოიდგინეთ სურათი, რომ ადამიანები, ვინც ბერას შეურაცხყოფას აყენებენ, ან რატომ უნდა მიაყენონ ბერას შეყრაცხყოფა, ანზორ ჩუბინიძის მიერ არიან დევნილები, ქუჩაში დასდევს ან ხოცავს ან ფიზიკურად უსწორდება… დაახლოებით ეს არის შინაარსი, რაც გამოაქვეყნმა წინსწრებით ერთ-ერთმა ტელევიზიამ.

სამწუხაროა, რომ ამ “ფეიქ” ინფორმაციას საზოგადოებაში ავრცელებენ, რომ ახალგაზრდები დაარწმუნონ, მათ პერიოდში არც ქუჩაში ხოცავდნენ ხალხს, არც აწამებდნენ. იქნებ ამით მეტი ახალგაზრდა მოიზიდონ იმ უაზრო აქციებზე, რასაც ატარებენ და ეძახიან რაღაც დემოკრატიისთვის ბრძოლას. ეს არის შინაარსი, რასაც ჩვენ ვუყურებთ დღეს და სამწუხაროა, რომ ამ “ფეიკის” მომზადებაში იღებენ მონაწილეობას ახალგაზრდა ჟურნალისტები, რომლებსაც კარიერა და ცხოვრება წინ აქვთ და გაცილებით უფრო საინტერესო სიუჟეტების მომზადებაც შეუძლიათ თავისი ინტელექტუალური დონიდან გამომდინარე”, – განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, “ნოდარ მელაძის შაბათის” დღევანდელ ანონსში პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის სატელეფონო ჩანაწერზეა საუბარი. 

იტვირთბა....