“ქართული ოცნების” ყოფილი პიარ ტექნოლოგი და “პოსტ.ტვ-ის” დამფუძნებელი, ლაშა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელ დირექტორს, ეკა გიგაურს მიმართავს.
როგორც ნაცვლიშვილი წერს, ეკა გიგაურმა ბერა ივანიშვილთან დაკავშირებით გამოქვეყნებული აუდიოჩანაწერის გაზიარებით ხელი მოაწერა და უკანა რიცხვით კურთხევა მისცა შეშლილ მიშას.
“ეკა გიგაურმა ბერაზე ფეიკი კი არ გააზიარა – გაიზიარა! გაიზიარა პასუხისმგებლობა ამ კრიმინალურ სიბინძურეზე! გაიზიარა, ხელი მოაწერა და უკანა რიცხვით კურთხევა მისცა შეშლილ მიშას – ვანო მერაბიშვილის და ახალაიების მეშვეობით უკანონოდ ესმინა მოზარდისთვის; გაიზიარა, ხელი მოაწერა და უკანა რიცხვით კურთხევა მისცა ამ ჩანაწერის ფალსიფიკაციას, მის უხეშ მონტაჟს; გაიზიარა, ხელი მოაწერა და კურთხევა მისცა უღირსობის მწვერვალს – ეს ყველაფერი მოზარდის მამისთვის და მისი შექმნილი “ოცნებისთვის” დაებრალებინა ბინძურ მიშას! ეკა გიგაური აღარაფრით განსხვავდება კოხტა კოდუასგან და ეს მე ნამდვილად არ მახარებს!” – წერს ლაშა ნაცვლიშვილი.
ცნობისთვის, “ნოდარ მელაძის შაბათის” დღევანდელ ანონსში პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის სატელეფონო ჩანაწერზეა საუბარი.
ეკა გიგაურმა ბერაზე ფეიკი კი არ გააზიარა – გაიზიარა!
გაიზიარა პასუხისმგებლობა ამ კრიმინალურ სიბინძურეზე! გაიზიარა, ხელი…Posted by Lasha Natsvlishvili on შაბათი, 06 მარტი, 2021