“ქართული ოცნების” დეპუტატი თეა წულუკიანი ვახტანგ გომელაურს ურჩევს არ იყოს ზედმეტად თავმდაბალი და კრიმინალური ფაქტების სიმძიმეში სხვა უწყებებიც დაადანაშულოს. – ამ საიდუმლო მითითების ამსახველ ფოტოსურათს “მთავარი არხი” ავრცელებს.
როგორც ტელეკომპანია იუწყება, კამერამ აღნიშნული ფაქტის ამსახველი ფოტო გუშინ, პარლამენტში სხდომათა დარბაზში დააფიქსირა, სადაც შს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს “მინისტრტის საათის” ფორმატში უსმენდნენ.
როგორც ჩანს წულუკიანი ყოფილ კოლეგას დაბეჯითებით ურჩებს პრობლემებზე პასუხისმგებლობა განათლების სამინისტროსაც დააკისროს.
წულუკიანის ტონიც და გზავნილის შინაარსიც ადასტურებს, რომ იუსტიციის ყოფილი მინისტრი ამ დრომდე ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურაა, რომელიც თავს უფლებას აძლევს მინისტრებს ურჩიოს როგორ მოიქცნენ და სხვა კოლეგებზე თავდასხმისკენაც უბიძგოს.
ამასთან, “მთავარის” ინფორმაციით, დღის ბოლოს დეპუტატმა წულუკიანმა sms მიმოწერის არსებობის უარყოფა ვერ შეძლო, მაგრამ არ აღიარებს, რომ ეს იყო პირდაპირი დირექტივა ვახტანგ გომელაურის მისამართით.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს საკანონმდებლო ორგანოში “მინისტრის საათის” ფორმატში უსმენდნენ.