aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ამოვიდა ყელში რა! როგორც გინდათ, ისე მოგვაშორეთ…” – რატომ უპირისპირდება სამოქალაქო აქტივისტი ნინო ლომჯარიას

aviabiletebi
ავიაბილეთები

სამოქალაქო აქტივისტი, მანჩო გიორგობიან ჟურნალისტის ნინია კაკაბაძის “ფეისბუქ” მიმართვას უერთდება და სოცილურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.

გიორგობიანი გავრცელებულ მიმართვაში სახალხო დამცველის ნინო ლომჟარიას შესახებ წერს და ამბობს, რომ ომბუცმენის მიმართ რაიმე სახის კრიტიკას თუ დაწერ ის გვერიდან მაშინვე იშლება.

“ნანა კაკაბაძის კომპეტენტურ კომენტარს დავდებ და ჩემი აზრი კი იცით ამ ტუტრუცანა “სახალხო დამრღვევ” – ლომჯარიაზე – Ombudsman Pdo Georgia

თან, ვერც მოძებნი ფბ-ში .. მის გვერდზე კომენტარს ვერ დაწერ, ოფისის გვერდზე თუ დაწერ კრიტიკას, იმ წუთას შლიან და “რჩება კრება მხიარული” !

აუცილებლად უნდა მოვთხოვოთ პარლამენტს, როგორც შემოგვტენეს, ისე გააპრავაჟონ!..

ოცნების მხარდამჭერების უმრავლესობა გაფრთხილებდით და გეუბნებოდით, რომ უვარგისი იქნებოდა!..

საქართველოს პარლამენტი, ახლა, როგორც გინდათ, ისე მოგვაშორეთ!..

მართლა ამოვიდა ყელში რა!.. არის შეცდომები, რომლებიც სერიოზულად გვაზარალებს და აუცილებლად გამოსასწორებელია!..” – წერს მანჩო გიორგობიანი.

სამოქალაქო აქტივისტი თავის პოსტთან ერთად ჟურნალისტის, ნინია კაკაბაძის მიმართვასაც ავრცელებს.

“ნანა კაკაბაძე

მე, ომბუდსმენის მიკერძოებულ დასკვნას არ გავცნობივარ,მაგრამ რაც მან ტვ-1-ის გუშინდელ 3 საათიან ეთერში სისულელეები ილაპარაკა,მარტო მიკერძოებულის კი არა,არანორმალურის შთაბეჭდილებაც დატოვა.ქალი იძახდა,სასამართლოს მივმართეთ , იმსჯელოს , რამდენად იკვეთება საქმეში პოლიტიკური მდგენელიო (?!) ომბუდსმენი ე.ი. აზრზე არ არის, რომ მოსამართლეს პოლიტიკურ მდგენელზე საუბრის უფლება არ აქვს და ის კანონს ვერ გასცდება. ქალი ამ ქვეყანაზე არ არის. სიგიჟეს სიგიჟე დაუმატა და იძახდა, პროკურატურას არ ჩაუტარებია ექსპერტიზა რამდენად ვარგისიანია 36-38 წლის რუკებიო. შე მამაცხონებულო, პროკურატურა ბრალს უყენებს, რომ არ გამოიყენე რუკები, რომელიც ორი პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით იყო განსაზღვრულიო და თუ დაცვის ალიბი იყო რუკების “უვარგისობა” , პროკურატურას უნდა ემტკიცებინა ეს , თუ ილიჩოვა-მელაშვილს?.. როგორც პროკურატურის პასუხიდან ირკვევა, ექსპერტიზაც ყოფილა ჩატარებული და ეს პოლიტიკურად ანგაჟირებული “სახალხო დამცველი” არც გაცნობია მასალებს! მაგრამ გაცნობის გარეშეც, როგორ ვერ ხედავს ომბუდსმენი, რომ ექსპერტიზის ჩატარება რუკებზე დაცვის მხარის ინტერესი უნდა ყოფილიყო და კითხვა დაცვისთვის უნდა დაესვა და არა პროკურატურისთვის. ქალი გასულია სამართლებრივი ჩარჩოებიდან და ასრულებს პოლიტიკურ დაკვეთებს… პასუხისმგებელი იმაზე რომ ქვეყანას უმეცარი ომბუდსმენი ჰყავს,არის პარლამენტიც, რომელმაც ეს უვიცი და უტიფარი აირჩია!

სულ მცირე,პარლამენტმა უნდა იმსჯელოს ომბუდსმენის ასეთ არაკომპეტენტურ თუ პოლიტიკურად მოტივირებულ შეფასებებზე დონორ ორგანიზაციებთან ერთად!

( თუ დაგაინტერესებთ, იხ. ჩემი გუშინდელი პოსტიც)” – წერს კაკაბაძე.

ნანა კაკაბაძის კომპეტენტურ კომენტარს დავდებ და ჩემი აზრი კი იცით ამ ტუტრუცანა , როგორც ხალხმა შეარქვა – “სახალხო…

Posted by Mancho Giorgobiani on შაბათი, 06 მარტი, 2021

 

იტვირთბა....