საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 355 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე Stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ამვე ვებ-გვერდის მონაცემების მიხედვით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდ 19-ის ინფიცირებისგან 91 პირი განიკურნა. ხოლო გამოჯანმრთელებულთა საერთო მაჩვნებელმა 266 344-ს მიაღწია.
ამასთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით გარდაცვალების 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 567 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 355 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი კვლავ თბილისში გამოვლინდა.
ამ ეტაპისთვის საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 312 ადამიანი, ხოლო თვითიზოლაციაში 6 174 ადამიანი იმყოფება.
სულ 6 ოქტომბრიდან – 5 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 23 510 პირი.