“მელაძემ თავისი დადგმული ფარული ჩანაწერით, ვითომ ხელისუფლებას დაარტყა? არა, არამც და არამც, ამით ჩვენში გააღვიძა ყველას ის თითქოს მიმალული გრძნობები, რომელიც აქამდე ჩუმად გვყავდა და რა იქნება ახლა? ახლა იქნება ის, რისიც მეც მეშინოდა,” – ასე ეხმიანება ეკონომისტი, ირაკლი ლატარია “ნოდარ მელაძის შაბათის” დღევანდელ ანონს, სადაც პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის ფარულ სატელეფონო ჩანაწერზეა საუბარი.
“მეტრონომი” ეკონომისტის “ფეისბუქ” მიმართვას უცვლელად გთავაზობთ.
“თვალი გავახილე თუ არა გამახსენდა 2012 წლამდე ყველაფერი.
გამახსენდა მეგობრების შეკრებები, სადაც მობილურებს ვთიშავდით. გამახსენდა ჩემი ძმაკაცების გასვენებები, სადაც ჭირისულფები რეალურ მიზეზებზე ვერ საუბრობდნენ, თუ რით გარდაიცვალნენ თავიანთი შვილები, ძმები, რადგან იქ იმყოფებოდა კუდის თანამშრომლებიც. გამახსენდა ყველაფერი, რაც კი უკადრიათ. გამახსენდა დაშინებები, ოჯახის წევრების გატაცებები, მოკლედ ყველაფერი გამახსენდა.
არადა, ხომ ყველამ ვიცით, რომ ყველა ვცდილობდით ყველაფერი დაგვევიწყებინა? ამას ხომ ყველა ერთად ვაკეთებდით? მელაძემ თავისი დადგმული ფარული ჩანაწერით, ვითომ ხელისუფლებას დაარტყა? არა, არამც და არამც, ამით ჩვენში გააღვიძა ყველას ის თითქოს მიმალული გრძნობები, რომელიც აქამდე ჩუმად გვყავდა და რა იქნება ახლა? ახლა იქნება ის, რისიც მეც მეშინოდა.
საქართველოს მოსახლეობის აბსოლიტური უმრავლესობა გააღვიძებს იმ სიმძაფრეს, რაც იყო ჩვენში. ბინძურს არაფერ ცვლის, მანიაკს ვერ გახდი ადამიანად, მოძალადე ვერასოდეს გარდაიქმნება სიკეთის მკეთებლად.
დედას გიტირებთ.
ბულინგს, შანტაჟს, დაშინებას, ერთამენეთის მიმართ სიძულვილს არ შეგარჩენთ.
ივანიშვილი იყო სწორედ ის ადამიანი, რომელმაც შეძლო ამხელა ზიზღი, ამხელა შურისძიება ჩაექრო და მხოლოდ და მხოლოდ შერიგებისკენ მოგვიწოდებდა. ყველამ გავუწიეთ მას ანგარიში და რა მივიღეთ? 9 წელი გავიდა და ისევ იგივე დაიწყეთ.
ეს არის უკვე ღია და ალბათ საბოლოო ომი, რომელშიც აუცილებლად გავიმარჯვებთ. ყველა დაისჯებით კანონის სრული სიმკაცრით. და მინდა ვთხოვო უფალს რომ ყველას მოგვცეს იმის ძალა, რომ ანგარიშსწორება კანონის იქით არ გადავიტანოთ.
მაშ ასე – დავიწყეთ!!!” – წერს ირაკლი ლატარაია.
ცნობისთვის, “ნოდარ მელაძის შაბათის” დღევანდელ ანონსში პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის სატელეფონო ჩანაწერზეა საუბარი.