თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. – ამის შესახებ ინფორმაცის ხიდაშელი სოციალურ ქსელში თავად აქვეყნებს.
“მეტრონომი” პოლიტიკოსის “ფეისბუქ” პოსტს უცვლელად გთავაზობთ.
“კეთილო და ტკბილო ადამიანები. დღეს მგონი თამამად შემიძლია უკვე ვთქვა რომ წინ სვლა დავიწყე. ჯოჯოები მიდიან, ჰაერიც თანდათან მოდის და მგონი შემიძლია თამამად ვთქვა, რომ აღარ შემობრუნდება.
არ ვიცი როგორ გადაგიხდით მადლობას. მაგრამ ეს რაც ამ ორ კვირაში განმაცდევინეთ სრულიად არაამქვეყნიური თმაში მკაცრად და უკომპრომისოდ ჩაჭიდებული თქვენი ერთიანი ენერგია და ძალა იყო რომელმაც მისხალი უკან დახევის, მოდუნების, მინებების უფლება არ მომცა.
ჯერ სრულ გამოჯანმრთელებამდე დიდი გზაა მაგრამ მთავარია რონ შეუქცევადია!” – წერს ხიდაშელი სოციალურ წსელში.
ცნობისთის, რამდენიმე დღის წინ თინა ხიდაშელმა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე „ფეისბუქში“ დაწერა და აღნიშნა, რომ მისთვის ყოველი ღამე წინაზე საშინელია და ყოველი დღე წინაზე მძიმე.
შეგახსენებთ, რომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, თინა ხიდაშელს და მის მეუღლეს, პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, დავით უსუფაშვილს კორონავირუსი 18 თებერვალს დაუდასტურდათ.