aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ეზოში დამირგეს 10 ხე და ვერ ვხედავ”? – რუკა, სადაც შეგიძლიათ ნახოთ დაირგო თუ არა ხე თქვენს სახლთან

aviabiletebi
ავიაბილეთები

როგორც ჩანს, თბილისში ხეების დარგვასთან დაკავშირებით საზოგადოებაში გაჩენილმა კითხვებმა შედეგი გამოიღო და თბილისის მერიამ იმ ადგილების რუკა გამოქვეყნა, სადაც მათივე პროექტის „მილიონი ხის“ ფარგლებში ხეები დარგეს. აქ არის რუკის ბმული, სადაც შეგიძლიათ ნახოთ, დაირგო თუ არა თქვენს უბანში ხეები.

თუმცა რუკის გამოქვეყნებამ კითხვებს პასუხი მაინც ვერ გასცა. მაგალითად, თბილისის ფორუმზე სპეციალური თემაა გახსნილი – „მერია დარგული ხეების ლოკაციებს აქვეყნებს, გადახედეთ თქვენს უბნებს აბა…“.  როგორც ჩანს, ზოგიერთმა მომხმარებელმა გადახედა და ასე, ასეთი კომენტარები დატოვეს:

„ამათმა სულ გარეკეს მგონი და თვალში ნაცარს გვაყრიან, ანუ ეზოში დამირგეს 10 ხე და მე ვერ ვხედავ ხომ?“

„დააცადეთ გაიზარდოს, ჯერ არ ჩანან“

„ჩემ უბანში ვირტუალურადაც არ დაურგიათ ასე რომ ვერ გამოვიჭერ ტყუილში“

„ააა… ეტყობა დათესეს“

და ასე შემდეგ.

თქვენც შეგიძლიათ გადახვიდეთ მოცემულ ბმულზე, ნახოთ რუკა და აქვე, ჩვენს ვებგვერდზე დატოვოთ კომენტარი, დაირგო თუ არა თქვენს უბანში ხეები.

იტვირთბა....