ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ეს კომპრომისი ამ ყველაფრად ღირს”- ბოკერია პარლამენტში შევლისთვის პირობას ასახელებს

„ევროპული საქართველო“ ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, მისი პარტია მზად არის შევიდეს პარლამენტში და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო კომისიის მუშაობაში, თუ დაკმაყოფილებული იქნება მათი მოთხოვნა ვადამდელ არჩევნებთან ან პლებისციტთან და პოლიტპატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ბოკერიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

ბოკერიას თქმით, იმ შემთხვევაში თუ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შემუშავებული 6-პუნქტიანი ჩარჩოს შესრულება დაიწყო, ქვეყნის ჩიხიდან გამოყვანისთვის კომპრომისი პლებისციტის სახით ღირს.

“თუ მელია გამოშვებულია, რურუა გამოშვებულია, პაკეტის მიღებაზე გვაქვს სრული შეთანხმება – საერთაშორისო მნიშვნელოვანი მოთამაშეების შეთანხმებით, ანუ, პრეზიდენტ მიშელის გეგმა თუ დაიძრა ბოლომდე, რა თქმა უნდა საღი აზრი დემოკრატიული ოპოზიციის მთელი სპექტრისა იქნება ის, რომ რა თქმა უნდა ეს კომპრომისი ღირს ყველაფრად, რაც ქვეყანას ჩიხიდან გამოიყვანს და რა თქმა უნდა მე იმ არგუმენტების უდიდეს ნაწილს, რაც მოვისმინე პლებისციტის წინააღმდეგ, არ ვიზიარებ”, – განაცხადა ბოკერიამ.

ამასთან, გიგა ბოკერია იმედოვნებს, რომ პლებისციტის საკითხთან დაკავშირებით პოზიციას მიხეილ სააკაშვილიც შეიცვლის.

„თუ მხოლოდ ესღაა ბარიერი, რომ ამ ჩიხიდან გამოვიდეთ, პლებისციტი მიმაჩნია, მიზანშეწონილ კომპრომისად, ოღონდ, ბუნებრივია, ესაა სხვა საკითხების მთელ პაკეტში. სააკაშვილიც შეიცვლის პოზიციას, იმედი მაქვს. პრეზიდენტ მიშელის გეგმა თუ დაიძრა ბოლომდე, რა თქმა უნდა, საღი აზრი დემოკრატიული ოპოზიციის მთელი სპექტრისა, მიუხედავად იმისა, ვის რა წინაპირობა ჰქონდა, იქნება ის, რომ ეს კომპრომისი ამ ყველაფრად ღირს, რაც ქვეყანას ჩიხიდან გამოიყვანს. არგუმენტების უდიდეს ნაწილს, პლებისციტის წინააღმდეგ, არ ვიზიარებ“,- განაცხადა ბოკერიამ.

 

იტვირთბა....