ახალი ამბები მთავარი

საქართველოში მოგზაურობის მსურველთა რაოდენობა ყოვლედღიურად იზრდება – როდის აღდგება ტურიზმი სრულად

მიუხედავად პირდაპირი ფრენების არ არსებობის რუსეთიდან საქართველოში მოგზაურობის მსურველთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. ამის შესახებ რუსული სააგენტო “რია ნოვოსტი” ადგილობრივი ტურისტულ სააგენტოებზე დაყრდნობით წერს.

სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშ ნათქვამია, რომ მსურველთა რიცხვი 37-ჯერ არის გაზრდილი.

„საქართველოს მონახულება ყოველდღე უფროდაუფრო მეტ ადამიანს სურს. მონახულების შესაძლებლობა დაემთხვა იქ არსებული შეზღუდვების შემსუბუქებას, რომელიც კორონავირუსის გამო იყო დაწესებული, მათ შორის, გამოსასვლელ დღეებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა, 1 მარტიდან ბათუმში და 8 მარტიდან ქვეყნის სხვა ქალაქებში რესტორნების გახსნა. მარტში, ასევე, განაახლებენ მუშაობას მუზეუმები, ბაზრები და ბაზრობები. თუმცა, 21:00 საათიდან 05:00 საათამდე „კომენდანტის საათი“ ნარჩუნდება“, – წერს სააგენტო.

ამ დროისთვის თბილისში გამგზავრება მხოლოდ სტამბოლის გავლითაა შესაძლებელი. ცალმხრივი ბილეთის ფასი დაახლოებით კი 220 $ -ს  უტოლდება.

იტვირთბა....