“მაწუხებს ერთი ამბავი, როდესაც ქვეყანაში საკმარისი ვაქცინები შემოვა და ეს დრო ძალიან მალე იქნება, ჩვენ ხელს შეგვიშლიან ის ადამიანები, ვინც დღეს ამბობენ ვაქცინა არ არისო,” – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა.
ამასთან, იმნაძე იმ ანტივაქსერებზე საუბრობს, ვისაც ვაქცინაციის პროცესის ჩაშლა უნდათ და მაგალითად, 2008 წლის იმუნიზაციის კამპანია მოჰყვას, როდესაც სწორედ ამ ადამიანების მიერ ჩავარდა პროცესი.
“სერიოზულად მაწუხებს ერთი ამბავი, როდესაც ქვეყანაში საკმარისი ვაქცინები შემოვა და ეს დრო ძალიან მალე იქნება, ჩვენ ხელს შეგვიშლიან ის ადამიანები, ვინც დღეს ამბობენ ვაქცინა არ არისო. სწორედ მათ აქვთ დიდი გამოცდილება იმისა, თუ როგორ ჩააგდეს 2008 წლის იმუნიზაციის კამპანია, რომელზეც ერთი წელი ვემზადებოდით. ეს ფაქტია და მთელი საქართველოს ამბობს. დღეს კი, ისევ დაწყებულია ეს პროცესი.
ეს უკრაინაში უკვე ხდება, ამაზე ძალიან ბევრი ხალხი მუშაობს, რომ უკრაინაში ვაქცინაცია ჩააგდონ. ჩვენთანაც იგივეს იზამენ. ნახავთ, სადღაც 2-3 კვირაში თუ არ გამოჩნდებიან ეს ადამიანები და იტყვიან, რომ არასანდო ვაქცინა შემოიტანესო, მერე რა, რომ ჯანმოს კვალიფიკაცია აქვს ამ ვაქცინასო, ნახავთ თუ ჩემი სიტყვები არ ახდება. ისინი იგულისხმებენ ყველა ვაქცინას იმისათვის, რომ ვაქცინაციის პროცესს სახელი გაუტეხონ“,– განაცხადა პაატა იმნაძემ ტელეკომპანია „რუსთავი2-ის“ ეთერში.