“ერთი და იგივე ქმედების სხვადასხვანაირად აღქმა, მით უმეტეს, როდესაც ასეთი დაუცველობა შეიძლება შეიქმნას ხოლმე, იგივე შეურაცხყოფაზე, იგივე ცილისწამებაზე და ა.შ. დღეს ვისაც გინდა შეაგინე, არაფერი მოხდება. მაგრამ, სახლში თუ მიხვალ და ცოლს შეაგინებ, თუ მან დარეკა, აუცილებლად დაგიჭერენ. ეს არის განსხვავება. ამიტომ ამ კუთხით, რაღაცნაირად, უნდა ჩამოყალიბდეს საზოგადოებაც და თითოეული ჩვენგანიც, მით უმეტეს, რომ ჩვენ ვართ პასუხისმგებელნი იმ თამაში წესების შექმნაზე, რომლითაც მომავალში საზოგადოებამ უნდა ისარგებლოს.
დავით ზილფიმიანი – ევროპელი სოციალისტების დეპუტატი
ამის შესახებ ზილფიმიანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, სადაც შინაგან საქმეტა მინისტრს ვახტანგ გომელაურს უსმენენ.
შეგხსენებთ, დღეს საკანონმდებლო ორგანოში შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს “მინისტრის საათის” ფორმატში უსმენენ.
ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში “მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას სისტემის რეფორმის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესების გეგმებსა და ამ მიმართულებით 2020 წელს გადადგმულ ქმედით ნაბიჯებზე ისაუბრა.