ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“კატეგორიულად მიუღებელი, რომ ეს წელავს დროს” – რა მიმართვას ავრცელებს სარიშვილი

პოლიტიკოსი, ირინა სარიშვილი პლებისციტის შესახებ სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ საზოგადოებამ ერთმანეთის აზრს პატივი უნდა სცეს.

„ერთი თხოვნა მექნება საკუთარ თავთანაც და სხვებთანაც:

გასაგებია რომ პლებისციტის გარშემო აზრი გაიყო, მაგრამ ეგებ ვეცადოთ და ჩვენი პოზიცია ერთმანეთის შეურაცხყოფის გარეშე დავაფიქსიროთ.

ამას იმიტომ არ ვამბობ რომ სხვებზე კეთილი ან მიმტევებელი ვარ – საერთო საქმის ინტერესის გამო მოგმართავთ. ჩემთვის პლებისციტი პირველ რიგში იმიტომ არის კატეგორიულად მიუღებელი, რომ ეს წელავს დროს, პარალელურად სხვა პროცესებიც მიდის და დროის გახანგრძლივების და ამ სხვა პროცესების გათვალისწინებით ძალიან გართულდება ერთობის შენარჩუნება – იმ ერთობის, რომელიც აუცილებელი პირობაა რიგგარეშე არჩევნებისთვის.

სწორედ ამ ერთობას უნდა გავუფრთხილდეთ ეხლაც, როცა ერთმანეთს ვეკამათებით პლებისციტის თემაზე. ვიკამათოთ თემაზე და ნუ შევეხებით ერთმანეთს შეურაცხმყოფელი ფრაზებით და ეჭვებით, როგორ დარწმუნებულებიც არ უნდა ვიყოთ ჩვენს დამოკიდებულებაში. წინააღმდეგ შემთხვევაში ერთობა დაირღვევა და მერე გინდა პლებისციტი ჩავატაროთ და გინდა არჩევნები – აზრი აღარ ექნება.

P.S. მინიშნება: სტატუსი სერიოზულია და როგორც ხვდებით, ეხება მხოლოდ მეტ–ნაკლებად თანამოაზრეებს, ანუ ამ ხელისუფლების მოწინააღმდეგეებს“, – წერს სარიშვილი.

ცნობისათვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მისი პირადი აზრია, რომ არ შეიძლება პლებისციტის მოდელზე დათანხმება. ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ მიმართვაში მიხეილ სააკაშვილი რიგგარეშე არჩევნების საკითხზე პლებისციტის გამართვას ბიძინა ივანიშვილის იდეად წარმოაჩენს და ამბობს, რომ ამ მოდელს თავს ბიძინა ივანიშვილი გვახვევს:

იტვირთბა....