ახალი ამბები მთავარი

ავტომაგისტრალებზე სიჩქარის შეზღუდვა შესაძლოა 130 კმ/სთ-მდე გაიზარდოს

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, “ევროპელი სოციალისტების” წევრი, ფრიდონ ინჯია მაგისტრალებზე სიჩქარის ზედა ზღვრის გაზრდის ინიციატივით გამოდის. მან პარლამენტის სხდომაზე შესაბამისი კითხვით შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მიმართა.

საცობებისგან განტვირთვის ერთ-ერთ საშუალებად პარლამენტარი სიჩქარის 110 კმ/სთ-დან 130 კმ/სთ-მდე გაზრდაში ხედავს.

“საცობებმა წაიღო საქართველო და, პრაქტიკულად, არ ჩანს გამოსავალი, ვერ ვხედავთ. განსაკუთრებით, ბავშვები რომ სკოლაში წავიდნენ. ხომ არ შეიძლება ვიფიქროთ იმაზე, იქ, სადაც შეიძლება, ჩქაროსნულ მაგისტრალებზე, ის შეზღუდვა, რომელიცაა 110 კმ/სთ, გაიზარდოს ამ პერიოდში [გულისხმობს კომენდანტის საათის არსებობის პერიოდს], 130 კმ/სთ-მდე”, – თქვა დეპუტატმა.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გამო მთავრობამ საღამოს 21:00-დან დილის 05:00 საათამდე ქუჩაში გადაადგილება აკრძალა. კომენდანტის წესის დარღვევისთვის ჯარიმა 2000 ლარით განისაზღვრება.

იტვირთბა....