წალენჯიხის რაიონის სოფელ ფოცხოეწერში, სასტუმრო “ენგურჰესში” აფექება მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, სასტუმროს პირველ სართულზე მდებარე სამზარეულოში გაზის ბალონი აფეთქდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, რადგან აფეთქების დროს ადგილზე არც ენგურჰესზე მომუშავე პირები და არც სხვა ვიზიტორები არ იმყოფებოდნენ.
შემთხვევის შედეგად დანგრეულია კედლები, ჩამსხვრეულია შუშები, ამორტიზირებულია სასტუმროს პირველი და მეორე სართული.
მომხდართან დაკაშვშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაუდევრობისა და გაუფრთხილებლობის მუხლით დაიწყო.