ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

რა შემთხვევაში შედგება ოპოზიციასთან შეთანხმება – რას ამბობს მამუკა მდინარაძე

ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციის შეთანხმების მისაღწევად გარკვეული ვადა არსებობს, თუმცა ეს ვადა არ არის დათქმული. ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“ჩვენ ველოდებით უახლოეს დღეებში, რომ ოპოზიცია ჩამოყალიბდება გარკვეულ საკითხებზე, რაც მათი მხრიდანაც კომპრომისად ჩაითვლება. იმ შემთხვევაში, თუ ისინი მოახერხებენ ერთი ნაბიჯის გადმოდგმას მაინც და ეს ნაბიჯი რაციონალური და ამავდროუდად სახელმწიფოებრივიც იქნება, ჩვენ ვფიქრობთ, რომ შეთანხმებას მივაღწევთ.

ჩვენ გვაქვს გარკვეული ვადა, ეს ვადა არ არის დათქმული, მაგრამ არსებობს პირობითი ვადა იმისთვის, რომ მხარეებმა შეთანხმება მოახერხონ. ჩვენ შეგვიძლია მთელი რიგი გადადგმული ნაბიჯები დავასახელოთ, მათ შორის: საარჩევნო რეფორმა, საგამოძიებო კომისია, რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი იმ შემთხვევაში, თუ 1%-იან გადახრას მაინც ვინმე იპოვის „ქართული ოცნების” სასარგებლოდ და ა.შ. ეს არ არის პატარა ჩამონათვალი, სამწუხაროდ ჯერ არც ერთი ნაბიჯი, მიუხედავად მათი განცხადებებისა, ჩვენ ოპოზიციისგან არ გვინახავს

ჩვენ ველოდებით უახლოეს დღეებში, რომ ისინი ჩამოყალიბდებიან გარკვეულ საკითხებზე, რაც მათი მხრიდანაც კომპრომისად ჩაითვლება. იმ შემთხვევაში, თუ ისინი მოახერხებენ ერთი ნაბიჯის გადმოდგმას მაინც და ეს ნაბიჯი რაციონალური და ამავდროუდად სახელმწიფოებრივიც იქნება, ჩვენ ვფიქრობთ, რომ შეთანხმებას მივაღწევთ”, – განაცხადა მდინარაძემ.

იტვირთბა....