ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ჰერითიჯის“ ფონდმა საქართველო უმეტესწილად თავისუფალი ეკონომიკების ჯგუფში შეიყვანა

ავტორიტეტული ამერიკული ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ეკონომიკის თავისუფლების კუთხით, საქართველო მოწინავე პოზიციებს იკავებს. – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავჯდომარემ მამუკა მდინარაძემ დღეს განაცხადა.

მისივე განმარტებით, ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში ბიზნესი თავისუფალია, ხოლო საინვესტიციო გარემო – მიმზიდველი.

“ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ამერიკული ორგანიზაცია “ჰერიტიჯის” მიერ  გამოქვეყნებულ 2021 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით საქართველო 77.2 საერთო ქულით მსოფლიოში მე-12, ხოლო ევროპის 45 სახელმწიფოს შორის მე-7 ყველაზე თავისუფალ ეკონომიკად არის დასახელებული.

საქართველო მოთავსებულია ინდექსის უმეტესწილად თავისუფალი ეკონომიკების ჯგუფში.

ფონდის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ჩვენს ქვეყანაში ბიზნესი თავისუფალია, ხოლო საინვესტიციო გარემო – მიმზიდველი, რაც კორონავირუსით განპირობებული რთული ეკონომიკური კრიზისის დაძლევისათვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, რადგან პანდემიის დასრულებასთან ერთად ჩვენს ქვეყანას ეკონომიკის აღდგენის გზაზე ჩვენს ქვეყანას დამატებითი ინვესტიციების მოზიდვა, ახალი ბიზნესების დაწყება სჭირდება, რაც, საბოლოოდ, სიღარიბის მაქსიმალურად შემცირებაზე, მოქალაქეთა შემოსავლების ზრდაზე, მათ დასაქმებასა და კეთილდღეობაზე აისახება,”- აცხადებს მამუკა მდინარაძე.

იტვირთბა....