საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 8 მარტიდან 3 შეზღუდვა მოიხსნება, კერძოდ:
- გაიხსნება სამთო კურორტებზე არსებული საბაგიროები;
- საქართველოს მასშტაბით, შიდა სივრცეებში ფუნქციონირებას განაახლებენ რესტორნები (შაბათ-კვირის გარდა);
- ამასთან მუშაობას განაახლებს არასასურსათო-საცალო ვაჭრობა შაბათ-კვირის ჩათვლით, როგორც სავაჭრო მოლები, ისე ბაზრობები.