ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

(ფოტო) პაპის ისტორიული ვიზიტი ახლო აღმოსავლეთში

რომის პაპის ისტორიული ვიზიტი ერაყში დღეს დაიწყო. ეს არის პაპის პირველი ვიზიტი ერაყში და ასევე, პირველი საერთაშორისო მოგზაურობა პანდემიის დაწყების შემდეგ. ამის შესახებ ინფორმაციას “ალ ჯაზირა” ავრცელებს.

ვატიკანის მიერ გავრცელებული პროგრამის მიხედვით, პაპი ფრანცისკე 5-8 მარტის ვიზიტის ფარგლებში პირველს, დედაქალაქ ბაღდათს ეწვევა.

6 მარტს ნეჯეფში ერაყის შიიტების სასულიერო წარმომადგენელს, აიათოლა ალი ეს-სისტანის შეხვდება.

კათოლიკეების სულიერი ლიდერი იეზიდებსაც შეხვდება.

პაპი ფრანცისკე 7 მარტს ერბილში ერაყის ქურთული რეგიონალური მმართველობის წარმომადგენლებს შეხვდება, მოსულს მოინახულებს და 8 მარტს ვატიკანში დაბრუნდება.

ოფიციალური ვატიკანის განცხადებით პონტიფიკოსის ერაყში ვიზიტისას უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად იქნება დაცული და პაპი ფრანცისკე დაჯავშნულ მანქანას გამოიყენებს.

ერაყში ვიზიტი პაპისთვის რიგით 33-ე საგარეო ვიზიტი იქნება დახლოებით 16 თვიანი პაუზის შემდეგ.

თუ რა ადგილებს ეწვევა რომის პაპი, შეგიძლიათ ქვემოთ მოცემულ რუკაზე ნახოთ:

იტვირთბა....