„ცხონებული ზვიადი, მისივე სიკეთის მსხვერპლია. მახსოვს, კვირაობით უსასყიდლოდ ასვენებდა თავის სასტუმროში ყველა მეგობარს. სიკეთის და გულუხვობის განსახიერება იყო”, – ამის შესახებ მეცო სოპრანო, თამარ ივერი გარდაცვლილ ბიზნესმენზე, ზვიად ცეცხლაძის შესახებ წერს.
თამარ ივერი იხსენებს, რომ, როცა დაგვიანებულ ხელფასს უიმედოდ ელოდა, ბიზნესმენმა საკმაოდ სოლიდური თანხა აჩუქა.
არ დამავიწყდება, მე და ჩემს კოლეგებს შეგვხვდა ბათუმის ქუჩაში წინასაახალწლოდ. მაშინ იქაური თეატრის სოლისტი ვიყავი. აქ რას აკეთებთო. ვუთხარით… ხელფასს ველოდებით, ცოტა იგვიანებს მეთქი… არადა, 2 დღე რჩება ახალ წლამდე-თქო. რა ხელფასს იღებთ ასეთს რომ ზიხართ და ელოდებითო?
ვუთხარით რამდენსაც ველოდებოდით, რაც იმდროისთვის საკმაოდ დიდი თანხა იყო. მითუმეტეს რამდენიმე მომღერალი ვიდექით. უცებ, არ ველოდით, ჩაიყო ჯიბეში ხელი და ამოიღო დოლარების დასტა
აჰა გოგოებო, თქვენი ხელფასის თანხა და დროულად მოუსვით თბილისში, ოჯახში შეხვდით ახალ წელსო… თქვენი ხელფასი ძველ ახალ წელს თუ მოგცეს მადლობა თქვითო, გაგვეხუმრა.
ასეთი გულის პიროვნება იყო ბატონი ზვიადი,არა მარტო ჩვენთვის, არამედ ყველა მისი გარშემო მყოფისთვის. ღმერთმა აცხონოს მისი სული მარადის“, – წერს თამარ ივერი.