ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

San Diego -ს ზოოპარკში მაიმუნები კორონავირუსის საცდელი ვაქცინით აცრეს

სან-დიეგოს ზოოპარკში რამდენიმე დიდ პრიმატს კორონავირუსის ექსპერიმენტული ვაქცინა გაუკეთეს.  ვეტერინალურ-ფარმაცევტული კომპანიის Zoetis-ის ვაქცინის ორი დოზა 4 ორანგუტანგსა და 5 ბონობოს გაუკეთეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

იანვრის თვეში, 8 გორილას პირველად ოფიციალურად დაუდასტურდათ კორონავირუსი. ისინი ამჟამად ჯანმრთელად არიან.

ზოოპარკმა პრიმატების აცრა მის შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ზოოპარკში კორონავირუსის აფეთქება მოხდა პრიმატებს შორის.

კორონავირუსის შემთხვევები აღმოჩენილია მსოფლიოს სხვადასხვა ზოპარკებშიც, ნიუ იორკში, ბარსელონაში, ვეფხვებსა და ლომებს შორის.

სან-დიეგოს ზოოპარკი აცხადებს, რომ აცრილ პრიმატებს შორის არცერთს არანაირი უარყოფითი რეაქცია არ ჰქონიათ და მათ მალევე ჩაუტარდებათ ანტისხეულების შემოწმება, რათა გარიკევს რამდენად ეფექტური იყო ვაქცინა.

იტვირთბა....