ახალი ამბები მთავარი მსოფლიო სამართალი

Apple-ის წინააღმდეგ მასშტაბური გამოძიება დაიწყო

გაერთიანებულ სამეფოში კომპანია Apple-ის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.

Apple-ს მცირე ბიზნესის წარმომადგენლები და ვებ დეველოპერები მონოპოლიურ ქმედებასა და საკუთარი პოზიციების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC ავრცელებს.

Apple აპლიკაციების დეველოპერებს მკაცრ პირობებს უყენებს, რომ საკუთარ iOS სისტემაში დაუშვას და დაშვების გადასახდიც საკმაოდ მაღალი აქვს. ამიტომ ბრიტანეთის კონკურენციისა და ბაზრის ორგანო გამოიძიებს App Store-ის სამომხმარებლო პოლიტიკას. მათი თქმით Apple-ის საბაზრო პოლიტიკა და შესაძლო არასამართლიანი პირობების დასადგენად სათანადო გამოძებას საჭიროებს.

ორგანოს წარმომადგენლის თქმით, საჩივარი იმის შესახებ, რომ Apple-ი ბოროტად იყენებს საბაზრო პოზიციას არასამართლიანი პირობების დასადგენად და კონკურენციის შესაზღუდად, საჭიროებს სათანადო გამოძიებას.

კომპანია Apple-ის წინააღმდეგ გამოძიებები აშშ-ში, ევროკავშირსა და ავსტრალიაშიც მიმდინარეობს, მათგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია Facebook-ის სარჩელი.

Facebook-ის აღმასრულებელი დირექტორი მარკ ცუკერბერგი Apple-ს ორმაგი სტანდარტების დაწესებასა და სამომხმარებლო პოლიტიკის დარღვევაში ადანაშაულებს.

იტვირთბა....