ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ჩამოვარდა სამხედრო თვითმფრინავი – დაღუპულთა შორის სამხედრო მაღალჩინოსნები არიან

4 მარტს, სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში, ბითლისის პროვინციაში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. ამის შესახებ ინფორმაციას “ალ ჯაზირა” ავრცელებს. შემთხვევის შედეგად 9 სამხედრო მოსამსახურე ადგილზე დაიღუპა, 2 კი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ. მათ შორის რამდენიმე სამხედრო მაღალჩინოსანია.

როგორც თურქეთის თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, ვერტმფრენი უწყებას ეკუთვნოდა. თავდაცვის მინისტრი ჰულუს აკარი მედიასთან ამბობს, რომ ავიაკატასტროფა შემთხვევითობა იყო, თუმცა დეტალებზე არ ამახვილებს ყურადღებას.

შემთხვევის გამო მწუხარება გამოთქვეს ამერიკის საელჩომ თურქეთის რესპუბლიკაში და სხვა “ნატოს” წევრმა სახელმწიფოებმა.

თურქეთის ოფიციალური უწყებებში აცხადებენ, რომ გამოძიება მიმდინარეობს და ავარიის მიზეზები საზოგადეობისთვის მალე გახდება ცნობილი.

იტვირთბა....