დღეს მთელ საქართველოში მომსახურების სააგენტოს სერვისები დროებით გამორთული იყო.
როგორც „მეტრონომს“ მომსახურების სააგენტოდან აცნობეს, თბილისი-რუსთავის საავტომობილო მაგისტრალზე მიმდინარე სამუშაობის დროს, ინტერნეტის ოპტიკურბოჭკოვანი სადენი გადაიჭრა, რამაც გამოიწვია მომსახურების სააგენტოს ქსელის გათიშვა.
ამ დროისთვის მომსახურების სააგენტო მთელ საქართველოში ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.