ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რა შემთხვევაში ჩამოვა გიორგი ფხაკაძე საქართველოში – ჯანდაცვის ექსპერტის მიმართვა

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივანი და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე სოციალური ქსელის საშუალებით გავრცელებულ მიმართვაში ამბობს, რომ მზად არის საქართველოში ჩამოსასვლელად.

თუმცა, ფხაკაძე გავრცელებულ ვიდეოში დასძენს, რომ მზად არის საქართველოში ჩამოვიდეს, იმ პირობით, თუ პოლიტიკოსები, როგორც ოპოზიციიდან, ასევე ხელისუფლებიდან, შეთანხმდებიან კონკრეტულ პუნქტებზე.

„დიდი სიამოვნებით ჩამოვალ საქართველოში და ვიმუშავებ 1 ლარად, ოღონდ ერთი პირობით – ყველა პოლიტიკური პარტია ერთად დასხედით და იფიქრეთ მხოლოდ ერთ რამეზე – აგერ არის ფხაკაძე და როგორ შეიძლება ის გამოიყენოთ.

ფხაკაძე ჩამოვა და თქვენ უთხარით, ბატონო გიორგი, ჩვენ გვინდა A;B;C;D;I; – ეს გვინდა, ეს გვინდა და ეს გვინდა“, – ამბობს გიორგი ფხაკაძე.

იტვირთბა....