„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია ციხიდან გამოვა და ოპოზიციაც შევა პარლამენტში,” – აღნიშნული განცხადება “მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა “პალიტრანიუსის” ეთერში გააკეთა.
ამასთან, ელისაშვილმა “პალიტრანიუსის” ეთერში, დადებითად შეაფასა ის ფაქტი, რომ ოპოზიციამ არჩევნების მოდიფიკაციის გადაწყვეტილება მიიღო.
„კარგია, რომ გუშინ გადაწყვიტა ოპოზიციამ აქციების ფორმა შეეცვალა და რამდენიმე აქცია გადადო. წარმოიდგინეთ, რამდენი თვეა ვაწვალებთ ამ ქვეყანას. ამდენ ხანს ელაპარაკათ ასე, მაგრამ კი ბატონო, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. სულ გავიძახდით, მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ აქვს, დავხვდეთ, დავილაპარკოთ, შევთანხმდეთ. ადრე რომ ასე ელაპარაკათ, ახლა უკვე პარლამენტში აბსოლუტურად სხვა საკითხებზე ვიმუშავებდით, თუნდაც ვაქცინაციაზე. დარწმუნებული ვარ, იქ უფრო ძლიერი ოპოზიციური ხმა რომ ყოფილიყო, ამ ხნის მანძილზე ვაქცინებიც შემოტანილი იქნებოდა და მთავრობა უფრო მეტ ანგარიშვალდებულებას იგრძნობდა“, – განაცხადა ელისაშვილმა.
იქამდე, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დათანხმება პლებისციტზე.