ახალი ამბები მთავარი სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევა ყვარელში – დაშავებულია მოტოციკლეტის მძღოლი

ყვარელში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილისა და მოტოციკლის შეჯახების შედეგად მოტოციკლის მძღოლმა სხეულის დაზიანებები მიიღო.

ამასთან, ახალგაზრდა კაცი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

ექიმების შეფასებით, დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

იტვირთბა....