ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“პლებისციტის იდეა აზრს კარგავს, ჩვენი მოთხოვნა ახალი არჩევნებია” – ზაალ უდუმაშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, – “რაც დრო გადის, პლებისციტის იდეა აზრს კარგავს”.

მისივე განმარტებით, თუ კონკრეტული გადაწყვეტილება დროულად არ იქნება მიღებული პლებისციტს  აზრი არ ექნება.

„პლებისციტი მაშინ იყო შეთანხმების საგანი, როდესაც ჩვენ ამას ვთავაზობდით ხელისუფლებას რამდენიმე თვის წინ. ახლა თუ დროულად არ მივიღებთ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, აღარც პლებისციტს ექნება აზრი და არანაირ შემოვლით გზებს. ჩვენი მოთხოვნა არის ახალი არჩევნები, ახალ არჩევნებამდე რა გზით მივალთ, ეს შეიძლება იყოს მოლაპარაკების საგანი, მაგრამ ახალი არჩევნები რომ არ გადაიხედება, ფაქტია“, – აღნიშნა ზაალ უდუმაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დათანხმება პლებისციტზე.

იტვირთბა....