“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი, შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.
ნათელაშვილი აღნიშნულ მიმართვაში ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებას გამოეხმაურა და მას თაღლითი უწოდა.
“ესე იგი შეთანხმდნენ იმ ვაქცინის მოწოდებაზე რომელიც არ გამოსულა,არ შემოწმებულა და ნებართვაც რა თქმა უნდა არ გაცემულა. აღარაფერს ვამბობ იმაზე,რომ ივნისამდე პანდემია ისედაც დამთავრდება ან წარმატებით მოვიხდით.მიმიქარავს ოსტაპ ბენდერი ვასიუკში. არა რა,ვფიქრობ ამდენი თაღლითი ერთ კვადრატულ მეტრზე ასეთ პატარა ქვეყანაში მართლაც მეტის მეტია.” – წერს ნათელაშვილი.
ესე იგი შეთანხმდნენ იმ ვაქცინის მოწოდებაზე რომელიც არ გამოსულა,არ შემოწმებულა და ნებართვაც რა თქმა უნდა არ გაცემულა. …
Posted by Shalva Natelashvili – შალვა ნათელაშვილი on ოთხშაბათი, 03 მარტი, 2021