ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“არის კვლევაში რამდენიმე საეჭვო შემთხვევა…” – იმნაძე ახალი შტამით დაინფიცირებულთა სამ კლასტერზე საუბრობს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ამ დროისთვის ახალი შტამით დაინფიცირებულთა სამი კლასტერია გამოვლენილი, რომელიც ჯამში 31 ადამიანს მოიცავს.

როგორც იმნაძემ საქართველოს პირველ არხთან მუტირებულ შტამთან დაავშირებით საუბრისას აღნიშნა, სამივე კლასტერის კონტაქტები გამოვლენილია და გავრცელების საშიშროება არ არის.

თუმცა, იმნაძე განმარტავს, რომ ლუგარის ლაბორატორიაში ამჟამად კიდევ რამდენიმე საეჭვო შემთხვევას იკვლევენ.

„ჯერჯერობით ბრიტანული შტამის სამი კლასტერი გვაქვს დადასტურებული, სამივე კლასტერში იყო 31 შემთხვევა, საბედნიეროდ, სამივე კლასტერი უკვე დახურულია. ძირითადად ოჯახური გავრცელება იყო. ორი კლასიკურად ბრიტანული იყო, ერთს ჰქონდა ძირითადი ის მუტაციები, რაც აქვს ბრიტანულ შტამს, მაგრამ კლასიკური ბრიტანული არ იყო. არ ყოფილა სამხრეთ აფრიკული, ასევე ბრაზილიური. ახლაც არის კვლევაში რამდენიმე საეჭვო შემთხვევა. ეს არ არის ადვილი გასაკეთებელი, საჭიროა გენური თანმიმდევრობის დადგენა, რასაც სეკვენსი ჰქვია“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

იტვირთბა....