“კოვიდ-19“-ით ხელახლა დაინფიცირების რამდენიმე საეჭვო შემთხევევას იკვლევენ, საიდანაც ერთის შემთხვევაში შესაძლოა, ეჭვები გამართლდეს,” – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.
მისივე განმარტებით, ზუსტი ინფორმაცია კვლევის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.
„ამისთვის საჭიროა, რომ მოძიებულ იქნას ორივე დადასტურებული ნიმუში, პირველადი, მეორადი და შემდგომ მოხდეს მათი გენეტიკური ანალიზი. შემთხვევების კვლევა მიმდინარეობს და ახლა უნდა დამთავრდეს გენური თანმიმდევრობის ბიოინფორმატიკული ანალიზი. შეიძლება, ვთქვათ, ერთი შემთხვევა ჰგავს, შეიძლება, მართლა იყოს რეინფიცირება. პრაქტიკულად სრულდება ანალიზები და ველოდებით, რომ გვექნება პასუხი ამ დღეებში“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.