ვაზიანის მეოთხე ბაზაზე დაღუპულ 21 წლის სამხედროს სულ ცოტა ხანში გადაასვენებენ. ჯონი ძინძიბაძის დედა დარწმუნებულია, რომ მის შვილს სიცოცხლე თვითმკვლელობით არ დაუსრულებია და გამოძიების მუხლის შეცვლას მოითხოვს.
“თავს ეგ არ მოიკლავდა, იმდენად ბედნიერი იყო. დამირეკა გუშინწინ, რომ ახალი გოგო გაიცნო. ანი ჰქვია, კარგი ადამიანი, წესიერი გოგოო. მინდა რომ სახლში მოვიყვანო და გაგაცნოთო, ბედნიერი იყო.. ერთი სული ჰქონდა, როდის მოვიდოდა. ჯარიდან გამოსვლას აპირებდა და მოყვანას”, – ამბობს დაღუპული ჯარისკაცის და.
“დაამთავრა ჯარი და ვაზიანში გადავიდა, ამდენი ხანი არ მეცალა და ახლა გავიცანი კარგი გოგო და გაგაცნობო. მიდიოდა და მოდიოდა ჭკვიანად. არაფერი დაუშავებია. შორიდან აქვს ნასროლიო..” – ამბობს დაღუპული ჯარისკაცის დედა.
წყარო: mtavari.tv