გორში 13 წლის გოგოსთან სექსუალური კავშირის ბრალდებით 50 წლის კაცი დააკავეს. ამ ფაქტს სოციალურ ქსელში ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი ეხმაურება და წერს:
“გორის ერთ-ერთ სოფელში 12-13 წლის გოგომ ბავშვი გააჩინა. სექსუალური ურთიერთობის დამყარებაში დადანაშაულებულია 50-წლამდე მამაკაცი.
რა ასაკისაც უნდა იყოს ადამიანი, 13 წლის ბავშვთან სექსუალური ურთიერთობის დამყარება გაუმართლები და მიუღებელია.
არ აქვს მნიშვნელობა, ბავშვს სურს თუ არა ეს. ჩვეულებრივი პედოფილიაა და ამაზრზენია.
კიდევ კარგი, კანონითაც ისჯება ეს ქცევა. და ზოგი იმ ჭკუაზეა, ბავშვი დაადანაშაულოს და, ლამის, პედოფილია წაახალისოს”, – წერს გოგა ჩანადირი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 140-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების აღკვეთას, ვადით რვიდან თორმეტ წლამდე ითვალისწინებს. შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მოხდა.