ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“არ უარ­ყოფ­სო, იძა­ხი­სო, რომ ჩე­მი­აო…” – მეზობელი გორში დაკავებულ კაცზე

გორში 13 წლის გოგოსთან სექსუალური კავშირის ბრალდებით ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბულ 50 წლის მამაკაცს მე­ზობ­ლე­ბი ახა­სი­ა­თე­ბენ:

“ცუდს ვერ ვი­ტყვი მაგ ბიჭ­ზე, არ არის ცუდი ბიჭი, მე­გობ­რუ­ლია ამ­ხა­ნა­გუ­რი, არ არის ისე­თი ბიჭი. რა მოხ­და, არ ვიცი… ნაღ­დად მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო ჩემ­თვის, თავ­ზა­რი და­მე­ცა, რომ გა­ვი­გე, რომ ბავ­შვი ჰყო­ლი­აო… არა­ფე­რი ვიცი სხვა… დე­დამ რა უნდა თქვას, გა­ნერ­ვი­უ­ლე­ბუ­ლი, გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია ქალი. მა­გი­ტომ დაბ­რუნ­და, რომ მი­ე­ხე­და, მაგ­რამ ეს ფაქ­ტი და­უხ­ვდა და რა ქნას?!… ამ­დე­ნი წე­ლია აქა ვარ, ეს ბიჭი აქ იყო, მაგ­რამ მე არა­ფე­რი გა­მი­გია, ისე­თი ბი­ჭია, ვერ იტყვი მა­გა­ზე ცუდს. ახლა კი გა­ვი­გე, მაგ­რამ რა, არ უარ­ყოფ­სო, იძა­ხი­სო, რომ ჩე­მი­აო და რა უნდა ვთქვათ?! მე ახლა გა­ვი­გე და თავ­ზა­რი და­მე­ცა”, – ყვე­ბა და­კა­ვე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცის მე­ზო­ბე­ლი “მთავარ არხთან.”

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მომ­ხდარ ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 140-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას, ვა­დით რვი­დან თორ­მეტ წლამ­დე ით­ვა­ლის­წი­ნებს. შემ­თხვე­ვა გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ერთ-ერთ სო­ფელ­ში მოხ­და.

იტვირთბა....