“არ ვიზიარებ მიხეილ სააკაშვილის პათოსს, ვთვლი, რომ ვიდრე მოლაპარაკებები არ დაწყებულა, მანამდე დამუნათება და მით უმეტეს, პლებისციტის იდეის ივანიშვილის პროექტად გამოცხადება, აბსოლუტურად მიუღებელია, რადგან პლებისციტს აქვს ბევრი თავისი პლუსები.”
გიგი უგულავა – „ევროპული საქართველოს“ ლიდერი.
ამის შესახებ მან „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.
ცნობისათვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით პლებისციტს მხარს არ უჭერს.