ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

გადადგება თუ არა ფაშინიანი – სომხეთში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს

სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და ოპოზიციური პარტია “ნათელი სომხეთის” ლიდერი ედმონ მარუქიანს შორის 4 მარტს ვადამდელი არჩევნების შესახებ შეხვედრა გაიმართა. მათმა მოლაპრაკებებმა შედეგი ვერ გამოიღო და შეთანხმება ვერ შედგა. ამის შესახებ ოპოზციური ძალების ლიდერმა ედმონ მარუქიანმა განაცხადა.

“მოლაპარაკებები გვქონდა. პრემიერმინისტრი გენშტაბის მოვლენებს ვადამდელ არჩევნებს არ უკავშირებს, ჩვენ კი ვუკავშირებთ, რადგან ვთვლით, რომ ქვეყნის კრიზისულ სიტუაციას ეს პრობლემაც დაემატა და ისინი [ვადამდელი არჩევნები და გენშტაბის კრიზისი] ერთმანეთზეა გადაჯაჭვული. პრემიერმინისტრთან ვერანაირ შეთანხმებამდე ვერ მივედით”. – თქვა ოპოზიციური პარტიის ლიდერმა მარუქიანმა.

სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ოპოზიციას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება გასულ კვირაში შესთავაზა, თუკი ისინი გარკვეულ პირობებს დათანხმდებოდნენ.

შეგახსენებთ, პოლიტიკური დაძაბულობა გასულ კვირას გამწვავდა სომხეთში, როდესაც შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ფაშინიანის გადადგომა მოითხოვა. ამის შემდეგ, ერევნის ცენტრში რამდენიმე დემონსტრაცია გაიმართა და პრემიერ-მინისტრის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის შეტაკებებიც მოხდა.

იტვირთბა....