მთავარი ციტატა

“პოლიციამ მითრხა, აქ რაღაცა მოხდება, ჩქარა ჩაჯექი მანქანაშიაო”- რას იხსენებს გარდაცვლილის 14 წლის გოგოს დედა

“მკვდარი შვილი ხუთი წუთი არ მატირეს. გიჟებივით გადმოცვივდნენ, როგორ უნდა ავსულიყავი საფლავზე. მე პოლიციის ძალით ვიყავი იქ ასული, ხუთი წუთი, რომ არ დამამაშვიდობეს შვილს. ჩემი შვილი გამოიქცა გიჟივით, არ ვიცი რა უნდოდა, პოლიციამ აღარ გამაჩერა მითხრა აქ რაღაცა მოხდებაო და მითხრეს ჩქარა ჩაჯექი მანქანაშიაო.”

მერი რომანაძე-ცეცხლაძე – ქობულეთში გარდაცვლილი 14 წლის გოგონას დედა

ამის შესახებ მერი რომანაძე-ცეცხლაძემ “მთავარ არხთან” განაცხადა.

შეგახსენებთ, 10 თებერვალს 14 წლის გოგონამ ქობულეთში სიცოცხლე  თვითმკვლელობით დაასრულა.მომხდარიდან მეორე დღეს კი, 10 თებერვალს პოლიციამ  არასწრულწლოვანთან სექსუალური კავშირის დამყარების ბრალდეით 23 წლის მამაკაცი, ნ.ტ. დააკავა.

გარდაცვლილი 14 წლის გოგოს დედა ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც გოგონას ამბავი ოჯახში შეიტყვეს, მასზე საკუთარმა ბიძებმა ფიზიკურად იძალადეს. დედის ინფორმაციით, ბიძებმა გოგონა გააფრთხილეს, პოლიციასთან არაფერი ეთქვა, წინააღმდეგ შემთხვევაში მოკვლით დაემუქრნენ. მოგვიანებით, გარდაცვლილის დედამ განაცხადა, რომ გოგონაზე ფიზიკურად ბაბუამისმაც იძალადა, ეს ინფორმაცია კი მას თავად შვილა მიაწოდა.

15 თებერვალს კი პოლიციამ ქობულეთის მუნიციპალიტეტ, სოფელ ქაქუთში გარცავლილი 14 წლის გოგონას ბაბუა დააკავა.

 

 

იტვირთბა....