ახალი ამბები მთავარი სამართალი

“მოგვკიდეს ხელი, ჩაგვყარეს ციხეში”- რა განაჩენს ელოდებიან მხარეები შაქარაშვილის საქმეზე

მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმის განხილვა მიმდინარეობს. შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე ბრალდებული 5 პირის საქმის მოსამართლე  ბიძინა სტურუა განაჩენის გამოსატანად გავიდა.

მკვლელობაში ბრალდებულები წარდგენილ ბრალდ უარყოფენ და აცხადებენ, რომ პროკურატურამ საზოგადოებაში ცრუ დამოიდებულება გააჩინა.

მცხეთის რაიონულ სასამართლოში გამართულ პროცესზე ბრალდებულებმა საბოლოო სიტყვა წარმოთქვეს.

„ტყუილში დააჯერეთ შაქარაშვილის ოჯახი და პროცესზე მკვლელი მეძახა, მეც მოვკვდი იმ დღეს“ – სწორედ ასე მიმართა გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულმა მორაგბემ არჩილ გაგნიძემ სასამართლო პროცესზე პროკურორებს.

ასევე, ბრალდებული ვახტანგ ჩიქოვანი უკანასკნელ მიმართვაში მოსამართლეს თხოვს, არ გაუშვას ციხეში 17 წლით, რადგან ფეხბურთელი არ მოუკლავს.

“საქმე ვერ გამოიძიეს და მოხდა ის, რომ ადგნენ და უდანაშაულო ადამიანებს მოკიდეს ხელი, ჩაგვყარეს ციხეში და ეს აბსურდული ბრალი მოგვიყენეს”, – ამბობს ვახტანგ ჩიქოვანი.

საქმეზე ბრალდებულებსა თუ მათ ოჯახის წევრებს, აქვთ მოლოდინი, რომ სასამართლო გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი აქციების დაწყებას აანონსებენ და არ გამორიცხავენ, რომ პროკურატურასთან კარვებიც გაშალონ.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობას არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს, ზ.ხ-ს და ა.ქ.-ს ედავებიან.

 

იტვირთბა....