ახალი ამბები მთავარი ციტატა

“არავის ჰქონდეს ილუზია, რომ დავიღლები” – ბაჩალიაშვილის დედის მიმართვა

“ისეთი უაზრო კითხვები ჰქონდათ, რაზეც პასუხი თვითონვე იცოდნენ, ჩემი მეხსიერება გადაამოწმეს, თუ რა ქნეს, არ ვიცი. არავის ჰქონდეს ილუზია, რომ დავიღლები, ან გავბრაზდები და ხელს ჩავიქნევ, პირიქით, დღითიდღე მიორმაგდება ბრძოლის უნარი.”

თეონა თამაზაშვილი – გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ახალგაზრდა პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე მოსმენა იმართებოდა, სადაც ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი დაიკითხა.

ცნობისათვის, 23 წლის პროგრამისტი, თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივლისს თეთრიწყაროს სოფელ მაწევანის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს.

შეგახსენებთ, პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმე დახურა. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, გამოძიებამ დაადგინა, რომ თამარ ბაჩალიაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

იტვირთბა....