თბილისის 161-ე საჯარო სკოლაში 8 პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა, სკოლა ნაწილობრივ დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა – ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, პედაგოგებს ვირუსი წინასწარი ტესტირებით გამოვლინდა, რის შემდეგაც სამინისტრომ დროული რეაგირება მოახდინა.
“ამ პედაგოგებისთვის ვირუსის გამოვლენა სწორედ წინასწარი ტესტირების შედეგად მოხდა. იყო დროული რეაგირება, სკოლის ადმინისტრაციამ მიმართა ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრს, მიიღო მათგან რეკომენდაციები და სწორედ ამ რეკომენდაციების საფუძველზე საფუძველზე, სკოლის ნაწილი დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა”, – თქვა დგებუაძემ.
აქვე გეტყვით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 133 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 276 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 12 გარდაიცვალა.